გვჯერა, რომ ნიჭი ყველგანაა. ამიტომ შევქმენით უფასო პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია გახდეს ფილმის, სერიალის, რეკლამისა და სხვა კრეატიული პროექტის ნაწილი.
გეცნობა სახეები ეკრანებიდან? დიახ, ისინი უკვე გაწევრიანდნენ ჩვენს ქასთინგის ბაზაში. მიიღე შთაგონება და იყავი შემდეგი.
ჩვენ დაგეხმარებით, რომ საუკეთესოდ განვითარდეთ. აი, როგორ:
4-ეტაპიანი მარტივი რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, შენი პროფილი ავტომატურად დაემატება ჩვენს საერთო მონაცემთა ბაზას, რაც გაამარტივებს შერჩევის პროცესს და ვერიფიკაციის მიღების შესაძლებლობას.
როგორც კი მიიღებ ვერიფიკაციას, შეუერთდები ტალანტების მთავარ ბაზას, რომელსაც იყენებს ჩვენი გუნდი, რათა მიიღო როლები ფილმებში, სერიალებში, რეკლამებსა და სხვადასხვა საინტერესო პროექტში.
კანდიდატის პროფილის რედაქტირებით, შეძლებ მოერგო კონკრეტული ქასთინგების საჭიროებებს სახლიდან გაუსვლელად.
ასევე მიიღებ წვდომას სასარგებლო რესურსებზე, რომლებიც შექმნილია შენი უნარებისა და თავდაჯერებულობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზადაა მოგაწოდოს საჭირო ინფორმაცია.
არავის უყვარს ეს საქმე ისე, როგორც ჩვენ. ახალი ენერგია, განსხვავებული მიდგომები და ინოვაციური სამუშაო პროცესი პირველი ქართული Z თაობის ქასთინგ გუნდისგან.
აქ იპოვნი პასუხს ნებისმიერ კითხვაზე. ალბათ.
როლსტრიმი ონლაინ ქასთინგის პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს სრულიად უფასოდ და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი. იქნება ის მსახიობი, მოდელი, მუსიკოსი თუ კონტენტის კრეატორი, ჩვენ დაგეხმარებით დაუკავშირდეთ ინდუსტრიის პროფესიონალებს.
დიახ! როლსტრიმზე ანგარიშის შექმნა 100%-ით უფასოა. შეგიძლია შექმნა საკუთარი პროფილი, მოგვაწოდო შენი პერსონალური ინფორმაცია და მიიღო სხავდასხვა საინტერესო პროექტში მონაწილეობის შანსი.
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს თავისი ნიჭის წარმოჩენის სურვილი! ჩვენ მივესალმებით მსახიობებს, ვოის არტისტებს, მოდელებს, მოცეკვავეებს, ინფლუენსერებს, მუსიკოსებს და ყველას - გამოცდილების დონის მიუხედავად.
უბრალოდ დააჭირე ღილაკს „რეგისტრაცია“, შეავსე ძირითადი ინფორმაცია და ატვირთე შენი ფოტოები, ვიდეოები... რაც უფრო დეტალური და პროფესიონალური იქნება შენი პროფილი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ შეგამჩნიონ.
დიახ, შეგიძლია. არასრულწლოვნის რეგისტრაციას მშობელი ახორციელებს.
საჭიროა შეიყვანო მოცემული პირადი მონაცემები, ატვირთო ფოტოები, ვიდეოს ლინკები, მიუთითო გამოცდილება და საკონტაქტო ინფორმაცია.
აუცილებელია, რომ წინასწარ ატვირთო იუთუბზე შენი ვიდეო Public ან Unlisted ხილვადობით, შემდეგ კი მიუთითო ლინკი შესაბამის ველში.
დიახ. შეგიძლია განაახლო შენი პროფილი ნებისმიერ დროს საკუთარ პანელში შესვლით და პირადი ინფორმაციის, მედიის ან ბიოს რედაქტირებით.
დიახ. თუ ქასთინგის მენეჯერს აინტერესებს დამატებითი დეტალები შენს შესახებ, მას (ან შესაბამის გუნდის წევრებს) შეუძლია პირდაპირი ზარი განახორციელოს შენთან, რათა დაგეგმოს და დააორგანიზოს ქასთინგი.
რეკომენდებულია პროფესიონალური კონტენტი, მაგრამ არ არის სავალდებულო. მისაღებია მკაფიო, კარგად განათებული და ბუნებრივი ფოტოები/ვიდეოები, ერთგვაროვანი (ერთი ფერის) ფონით უკან, ინსტრუქციის მიხედვით.
რა თქმა უნდა. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კონფიდენციალურობის დაცვას და პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვუზიარებთ მესამე პირებს თანხმობის საფუძველზე, რომელსაც რეგისტრაციის მე-4 ეტაპზე გვაძლევ.
ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მათ შორის ფილმებს, რეკლამებს, ფოტოსესიებს, მუსიკალურ ვიდეოებს, სოციალური მედიის კონტენტს და სხვას.
გაჰყევი ინსტრუქციას ავტორიზაციის გვერდზე - “პაროლის აღდგენა”. დაიმახსოვრე, რომ იმეილზე წვდომის გარეშე პაროლს ვერ აღადგენ. სხვა შემთხვევაში დაუკავშირდი ჩვენს საფორთს.
შეგიძლია დაგვიკავშირდე ჩვენი საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან მოგვწერო პირდაპირ ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]
პირველადი 4-ეტაპიანი რეგისტრაციის შემდეგ შენი პროფილი ხვდება ჩვენს ზოგად ბაზაში. თუ ჩვენი გუნდი შენთვის შესაფერის პროექტზე შეგარჩევს, მოგიწვევთ ოფისში, სადაც სრულიად უფასოდ მიიღებ ფოტო/ვიდეო გადაღების მომსახურებას და პირადი მონაცემების გადამოწმების შემდეგ ვერიფიკაციას.
ვერიფიცირებული მომხმარებლები უფრო მაღალი პრიორიტეტით ხვდებიან ქასთინგებზე.
არა. ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, არსებითი დეტალების შეცვლა შეუძლებელია. თუმცა, ასატვირთი ველები მოქნილი რჩება და მათი განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ქასთინგის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
შენს პროფილში რედაქტირების ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია შეცვალო იქ არსებული ასატვირთი ველები.
არა, თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ ერთი კანდიდატის პროფილის შექმნის უფლება აქვს.
დეაქტივაცია შეუძლებელია, მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია მოგვმართო და შენს პროფილს დაუყოვნებლივ წავშლით ჩვენი ბაზიდან.
გადახედე - რა იცი რაში გამოგადგება.
როლსტრიმი - პირველი ქასთინგის პლატფორმა საქართველოში სრული სერვისისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფები შენს მოგზაურობაში. როლსტრიმი დაგეხმარება წარმოაჩინო ნიჭი, რათა აღმოგაჩინოს ინდუსტრიის პროფესიონალებმა.
შექმენი უფასო პროფილი, დაამატე გამორჩეული ვიზუალური მასალა და მიიღე წვდომა რეალურ შესაძლებლობებზე კინოს, რეკლამისა და სხვა შემოქმედებით პროექტებში.
თუ ნიშანი გჭირდებოდა, აი ისიც. არ აქვს მნიშვნელობა ახალბედა ხარ თუ პროფესიონალი - როლსტრიმი ყველასთვისაა. დროა, შენი მიზნებისკენ სვლა უფრო თამამად განაგრძო.