როგორ შევქმნათ მოლოდინები სწორად ქასთინგისთვის?

ქასთინგი არ არის მხოლოდ სასურველი როლის მიღების გზა - ეს არის პროცესი, რომელიც გეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და პროფესიულ განვითარებაში. თუმცა, მის მიმართ თქვენი მოლოდინების სწორად განსაზღვრა აუცილებელი პირობაა თქვენს კარიერაში ჯანსაღი და სტაბილური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოვემზადოთ სწორად ქასთინგისთვის, რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან და როგორ ვაქციოთ ქასთინგის თითოეული დღე განვითარების ნაბიჯად - შედეგის მიუხედავად.

1. ქასთინგი - შესაძლებლობაა და არა გარანტია

ქასთინგში მონაწილეობა ავტომატურ შერჩევას არ ნიშნავს. ხშირად, დამწყები მსახიობები ან მოდელები იმედგაცრუებულები არიან, როდესაც მათ არ ირჩევენ, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ქასთინგი, პირველ რიგში, გამოცდილებაა და არა დაპირება.

თითოეული ქასთინგი ახალი შესაძლებლობაა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, პროფესიონალებთან კომუნიკაციის გამოცდილების მისაღებად და თქვენი უნარების შესაფასებლად.

2. შერჩევის შედეგი ყოველთვის თქვენზე არ არის დამოკიდებული

თუ კონკრეტული როლისთვის არ აგირჩიეს, ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისი პოტენციალი ან ნიჭი არ გაქვს. ქასთინგის შედეგი ხშირად ბევრ დეტალზეა დამოკიდებული - ვიზუალურ მსგავსებაზე სხვა მსახიობთან, სარეკლამო კამპანიის სტილზე, ასაკზე, ენერგიაზე და ა.შ.

ზოგჯერ შეიძლება სხვა როლისთვის იდეალური იყოთ, მაგრამ უბრალოდ არა ამ კონკრეტული როლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს პირად უარყოფად არ მიიღოთ.

3. იყავით მზად და თავდაჯერებული, მაგრამ რაც შეიძლება ბუნებრივი
ქასთინგზე საუკეთესო შედეგის მისაღებად:

  • იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე, მაგრამ არ დაკარგოთ ინდივიდუალურობა;
  • შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ და შეეცადეთ მის საჭიროებებზე მორგება;
  • წარადგინეთ საკუთარი თავი მოკლედ, დამაჯერებლად და გულწრფელად;
  • პროფესიონალურად მოეპყარით ყველას - ტექნიკური გუნდის ჩათვლით.

შთაბეჭდილებას მხოლოდ გარეგნობა არ ქმნის - მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა, კომუნიკაციის უნარები და დროის პატივისცემაც.

4. შეცდომები და უარყოფები პროფესიული გზის ნაწილია
არცერთი წარმატებული კარიერა არ აშენებულა მხოლოდ დადებით პასუხებზე. უარყოფა ასევე გამოცდილებაა - და ხშირად ყველაზე ღირებული. ყველა ქასთინგი, სადაც არ აგირჩიეს, გაძლევს გამოცდილებას, რომელიც გეხმარება უკეთ მოემზადო შემდეგისთვის. მთავარია, არ დანებდე და არ შეწყვიტო მცდელობა. სწორედ თანმიმდევრულობა განსაზღვრავს გრძელვადიან შედეგს.

5. რას უნდა ველოდოთ ქასთინგისგან?
თავად ქასთინგის პროცესი გამჭვირვალე და პროფესიონალური უნდა იყოს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ინსტრუქციები და მოთხოვნები. სხვა საკითხებთან ერთად, თუ ტექსტის შესწავლა სავალდებულოა, სასურველია, ეს ქასთინგამდე 10 წუთით ადრე არ გააკეთოთ და დარჩენილი დრო მხოლოდ მის გამეორებას დაუთმოთ.

ასე რომ, იყავით მზად, რეალისტები და ყოველთვის ღია ახალი შესაძლებლობებისთვის. გახსოვდეთ, რომ ქასთინგზე თქვენი დასწრება უკვე ფასდაუდებელ გამოცდილებას გულისხმობს.